დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჭადრაკი

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საკოლექციო ჭადრაკი „ქართული ცეკვა“

8700€

2023 წელს ნონას ინიციატივით შეიქმნა ქართული საკოლექციო ჭადრაკი „ქართული ცეკვა“.

 ფასდაკლება 10% . 

ჭადრაკი  „ქართული ცეკვა“ ან “ მოცეკვავე ფიგურები“, როგორც მათ ნონა უწოდებს, წარმოადგენს ნონა გაფრინდაშვილის ლიმიტირებულ საკოლექციო ჭადრაკს. იგი შეიქმნა ქართული კულტურის საგანძურის, ქართული ხალხური ცეკვის ინსპირაციით. ჭადრაკის დაფაზე გაცოცხლებულ მოცეკვავე ფიგურებში წარმოჩენილია საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი სამოსელი და ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა.

ჭადრაკი ,,ქართული ცეკვა“ გამოიცემა ლიმიტირებული რაოდენობით, 82 ცალი, ნონას ასაკის საპატივსაცემოდ.

ფიგურები

მეფე: ცეკვა „ქართული“ / სიმაღლე 9.5 სმ სადგამის დიამეტრი 4 სმ, მოოქროვილი (24k) და მოვერცხლილი თითბერი, ცივი ემალი და მარმარილო.

დედოფალი: ცეკვა „ქართული“ / სიმაღლე 8,5 სმ სადგამის დიამეტრი 4 სმ, მოოქროვილი (24k) და მოვერცხლილი თითბერი, ცივი ემალი, ლალი, ზურმუხტი, საფირი, მარმარილო.

დედოფლის გვირგვინი  ნონას პირველი საჩემპიონო გვირგვინის ანალოგია.

ეტლი:  ცეკვა „სამაია“ / სიმაღლე 8 სმ სადგამის დიამეტრი 4 სმ, მოოქროვილი (24k) და მოვერცხლილი თითბერი, ცივი ემალი, მარგალიტი, მარმარილო.

ოფიცერი: ცეკვა “ხევსურული” / სიმაღლე 8.4 სმ სადგამის დიამეტრი 4 სმ, მოოქროვილი (24k) და მოვერცხლილი თითბერი, ცივი ემალი და მარმარილო.

მხედარი: ცეკვა “მხედრული” / სიმაღლე 8 სმ სადგამის დიამეტრი 4 სმ, მოოქროვილი (24k) და მოვერცხლილი თითბერი, ცივი ემალი და მარმარილო.

პაიკი:  ცეკვა “მთიულური” / სიმაღლე 5,5 სმ სადგამის დიამეტრი 4 სმ, მოოქროვილი (24k) და მოვერცხლილი  თითბერი, ცივი ემალი და მარმარილო.

დაფა: კორიანი, მოოქროვილი(24k) გრავირებით.